Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№ 27/29 - 01

24.12.2025          
ქ.თბილისი


          სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა   და  ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული  პროფესორების სამსახურში მისაღებად  რექტორის 2025   წლის  26 ნოემბრის    #296/01-01 და 12 დეკემბრის  #309/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო  დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ: 
1.    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად 2025   წლის  26 ნოემბრის    #296/01-01 და 12 დეკემბრის  #309/01-01  ბრძანებით  გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
გ) ელისო კვირკაშვილი-სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
2.    საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2026 წლის  15 იანვრიდან  2026   წლის   22 იანვრის      ჩათვლით  10:00-დან 16:00 საათამდე, შესვენება 13:00სთ.-დან 14:00სთ.-მდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №410. 
3.    საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.
4.    აპარატის უფროსის და წევრების საქმიანობის ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) აპარატის უფროსი - 400 ლარი
ბ) აპარატის წევრი - 300 ლარი
5.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ფაკულტეტის  დეკანი,           პროფესორი        გიორგი ღაღანიძე